მსოფლიო თვეებია ელოდება ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარეობს მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტზე. ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა ვაქცინის შემუშავებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ხელოვნურად შექმნილმა ცილებმა - იგივე მონოკლონურმა ანტისხეულებმა. ეს თერაპიული მეთოდი კიბოს მკურნალობისთვის უკვე დიდი ხანია გამოიყენება.
ვირუსის შესაჩერებლად და დასამარცხებლად სწორედ ანტისხეულები არის საჭირო, რომლებსაც ორგანიზმი მაშინ გამოიმუშავებს, როდესაც ორგანიზმში უცხო ვირუსი ხვდება. სწორედ ანტისხეულების მეშვეობით ახდენს ორგანიზმი ვირუსთან ბრძოლას.
მონოკლონური ანტისხეულები სინთეზირებული ანტისხეულებია, რომლებიც ჰიბრიდული უჯრედების მიერ წარმოიქმნება და ის ანტიგენის მიმართ მაღალი სპეციფიკურობით გამოირჩევა.
ასევე ნახეთ: ახალგაზრდებსაც შეიძლება კოვიდ-19 მძიმე ფორმებში ჰქონდეთ - ჯანმომონოკლონური ანტისხეულების შექმნა ლაბორატორიაში ხდება და ის იმ ანტისხეულების მსგავსია, რომლებსაც ორგანიზმი ბუნებრივად წარმოქმნის ხოლმე სხვადასხვა დროს.
ახლა მეცნიერები ცდილობენ წარმოქმნილმა ანტისხეულებმა შეძლონ კოვიდ-19-თან ბრძოლა, ვირუსთან, რომელმაც მსოფლიოში 675 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ვირუსის წინააღმდეგ მონოკლონური ანტისხეულების გამოყენების ეფექტურობა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა. აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ ეს მონოკლონური ანტისხეულები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში.
ასევე ნახეთ: ამერიკა დღეს კოვიდ-19-ის ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზაზე გადავიდა
"ანტისხეულებს შეუძლიათ დაბლოკონ ეს ვირუსი. ეს ფაქტია," - ამბობს რეგენერონის სპეციალისტი ქრისტოს კირატსოუსი სააგენტო "როიტერთან" საუბრის დროს. რეგენერონის სპეციალისტები ამბობენ, რომ მათ მიერ დამზადებული ე.წ. კოქტეილების მეშვეობით სხეული უკეთ იწყებს ბრძოლას კოვიდ-19-თან და ამცირებს ორგანიზმში ჭარბი რაოდენობით ინტერლეიკინ 6-ის რაოდენობას. იმუნურ პროცესებში ჭარბი რაოდენობით ინტერლეიკინ 6-ის არსებობა კოვიდ-19-ით ინფიცირებულ ადამიანებში ხშირია.
ასევე ნახეთ: უკვე 23 ვაქცინას ცდიან ადამიანებზე - სიახლეები კოვიდ-19-ის ფრონტიდანკომპანია "რეგენერონმა" ე.წ. კოქტეილების დამზადება და შემდეგ პაციენტების მკურნალობა ამერიკის შეერთებულ შტატებში პანდემიის დაწყებიდან მალევე დაიწყო. მათ თავდაპირველად 500-მდე ადამიანზე ჩაატარეს კვლევა. საუბარია განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში მყოფ კოვიდ-19-ის პაციენტებზე. კომპანია ანტისხეულების ორ კოქტეილს იყენებს ინფიცირებულთა სამკურნალოდ. მათი მეთოდით ვირუსის მოქმედების შეჩერება ხდება.
ასევე ნახეთ: საცდელი ვაქცინები პოზიტიურ შედეგებს აჩვენებენორგანიზაციამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისგან 450 მილონი ამერიკული დოლარი მიიღო დამატებითი კვლევებისთვის.