ამერიკაში ბუსტერ დოზას ჯერ მხოლოდ სუსტი იმუნიტეტის ადამიანებს გაუკეთებენ
Your browser doesn’t support HTML5
საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფმა დაასკვნა, რომ მოსახლეობამ ამ ეტაპზე კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გამაძლიერებელი, ე.წ. ბუსტერ დოზა ჯერ არ უნდა მიიღოს. სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ არსებული მონაცემები არასაკმარისია და ჯობს ბუსტერები ჯერ კონკრეტულმა ჯგუფებმა მიიღონ.