აშშ-ში, გუშინდელი დღის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა ივლისის შემდეგ და ეს ციფრი ერთ დღეში 69,000-ს გაუტოლდა. მთელი ქვეყნის მასტაბით შემთხვევათა ზრდის ფონზე და ვირუსის გავრცელების შესამცირებლად, აშშ-ის შტატების მესვეურები ახალი პრევენციული ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ.
ასევე ნახეთ: შეზღუდვები ევროპაში - კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევები მატულობსქვეყანა ვირუსით ინფიცირების მატების ფონზე ცხოვრობს. შესაბამისად, მომატებულია ჰოსპიტალიზების შემთხვევებიც. ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანდაცვის კვლევის და ევალუაციის ინსტიტუტი იტყობინება, რომ იანვრის შუა პერიოდისთვის დღიურად 2, 300 ადამიანი შეეწირება ამ ვირუსს, 1 თებერვლისთვის კი გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ ამ გათვლებით შესაძლოა 389,000-ს მიაღწიოს.