რუსეთში კორონავირუსის დადასტურებული 20, 582 შემთხვევა გამოვლინდა. ეს ერთ დღეში ყველაზე მაღალი ციფრია რუსეთში.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა არაფერი თქვა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომებს იღებს ჯანდაცვის სისტემა ინფექციის გავრცელების შესაკავებლად. ამ ეტაპზე, რუსეთზე მეტი შემთხვევები, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 1.7 მილიონს უტოლდება, მხოლოდ აშშ-ში, ინდოეთსა და ბრაზილიაშია აღრიცხული.
ასევე ნახეთ: კორონავირუსის მეორე ტალღა - რა ზომებს მიმართავენ ევროპული ქვეყნები?