კორონავურუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მილიონს აღწევს

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რესურსცენტრის ინფორმაციით, მსოფლიოში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მილიონს უახლოვდება. უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ახალი კორონავირუსით 998 372 ადამიანია გარდაცვლილი, 33 137 748 კი ინფიცირებული.

იმავე მონაცემების მიხედვით, აშშ-ში ამ დროისთვის 204 762 გარდაცვალება ფიქსირდება. კოვიდ-19-ტ ინფიცირებულთა რაოდენობა კი 7 116 456.

ასევე ნახეთ: კორონავირუსის ახალი შტამი უფრო გადამდებია

ვაშინგტონის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელი, კრის მიურეი ტელეკომპანია "სიენენ"-თან საუბრისას აცხადებს, რომ ოქტომბერში, აშშ-ში ინფიცირების განსაკუთრებული მატებაა მოსალოდნელი, რომლის ტემპიც ნოემბერშიც შენარჩუნდება. "სიენენ-ის" ცნობით, წინა კვირასთან შედარებით, 21 შტატში, ინფიცირებულთა როდენობა 10%-ითაა გაზრდილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მსოფლიოში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა, სავარაუდოდ, 2 მილიონს მიაღწევს. ეს იმ შემთხვევაში, თუ ეფექტური ვაქცინა არ იარსებებს.

ახალი კორნავირუსის მეორე ტალღის ფონზე, ევროპული სახელმწიფოების მეთაურები, შეზღუდვებს კვლავ ამკაცრებენ და ახალი ტალღის შესახებ, საკუთარ მოქლაქეებს აფრთხილებენ.