ჯანმოს პროგნოზით, შესაძლოა "კოვიდ-19"-ის ვაქცინა წლის ბოლომდე გამოჩნდეს

სამშაბათს ჯანმოს ხელმძღვანელმა თქვა, რომ შესაძლოა წლის ბოლოსთვის “კოვიდ-19”-ის ვაქცინა მზად იყოს.

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა მოუწოდა, რომ ყველა ლიდერმა გამოიჩინოს სოლიდარობა და პოლიტიკური თანხმობა, რათა ვაქცინის გამოჩენისთანავე მისი თანაბარი განაწილება უზრუნველყონ.

ასევე ნახეთ: 60 000 მოხალისე მონაწილეობს "ჯონსონი და ჯონსონის" ვაქცინის გამოცდაში

ამჟამად, ჯანმოს “კოვაქსის”გლობალურ ვაქცინის ობიექტზე მუშაობა ცხრა ექსპერიმენტულ ვაქცინაზე მიმდინარეობს და 2021 წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი დოზის მიწოდება იგეგმება.

სააგენტოს საბჭოს ორდღიანი შეხვედრის დროს, სადაც პანდემიაზე გლობალური რეაგირების საკითხი განიხილეს, მოისმინეს მოწოდებები სხვადასხვა ქვეყნისგან, მათ შორის გერმანიისგან, ბრიტანეთისგან და ავსტრალიისგან, რომ გაეროს ამ სააგენტოს გასაძლიერებლად რეფორმები გატარდეს.

ასევე ნახეთ: აშშ კოვიდ-19-ის ვაქცინის გლობალურ ძალისხმევაში არ ჩაერთვება

შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ამ კრიზისში ჯანმოს როლი მწვავედ გააკრიტიკა, ბრალი დასდო მას პეკინთან ზედმეტად ახლო ურთიერთობის და იმის გამო, რომ საკმარისი არ გააკეთა, რათა პასუხი მოეთხოვა პეკინისგან მის საქციელზე, როდესაც ვუჰანში ვირუსი პირველად გამოჩნდა

ასევე ნახეთ: კოვიდ-19-ის პანდემია "ერთი დიდი ტალღაა" და არა სეზონური - ჯანმო