"დიდ ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, სასწავლო პროცესი დაიწყება დისტანციურად" - ამის შესახებ დღს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ განაცხადა.
ეკატერინე დგებუაძის თქმით, 18 იანვარს, მეორე სემესტრი ასევე დისტანციურ რეჟიმში განახლდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ასევე ნახეთ: ამერიკამ და საქართველომ 5G ქსელის უსაფრთხოების შესახებ მოემორანდუმს მოაწერეს ხელიმინისტრის მოადგილის განცხადებით, დანარჩენ სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ფორმატში აღდგება. მისი თქმით, ამისთვის განათლების სამინისტრომ შესაბამისი პირობები შექმნა.
"განათლების სამინისტრომ უზრუნველყო ჰიგიენური სანიტარიის კუთხით მხარდაჭერა და ყველა საჭირო სადეზინფექციო საშუალებებით აღჭურვა სკოლები. მომზადებული ხვდება ყველა სხვა სკოლა სემესტრის განახლებას და ყველა ეს სკოლა საკლასო ოთახში დაიწყებს სასწავლო პროცესს“ - აცხადებს დგებუაძე.
უწყების ინფორმაციიღთ, 2021 წლის 18 იანვარს, მეორე სემესტრი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 27 ნოემბრის ბრძანების შესაბამისად, იწყება, რომელიც სწავლების დისტანციურ ფორმატზე გადასვლას ითვალისწინებს.