Covid-19: ორი ინფიცირებული და პანიკა ოკუპირებულ გაგრაში
Your browser doesn’t support HTML5
ოკუპირებულ აფხაზეთში პანიკაა ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო. ანკლავში კოვიდ-19-ით ინფიცირების სამი შემთხვევა დადასტურდა. გალელი პაციენტი ზუგდიდის საავადმყოფოში გადმოიყვანეს, ორი გაგრელი კი გუდაუთაში მკურნალობს. გაგრაში ინფექციის აფეთქების თავიდან ასაცილებლად, დღეს კომენდანტის საათი ამოქმედდა.