Covid 19: საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა

Your browser doesn’t support HTML5

ახალი ვირუსის მასობრივი გავრცელების მაღალი რისკის გამო საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 21 მარტიდან 21 აპრილამდე გასტანს. იზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები, მათ შორის, შეკრების თავისუფლება. ამ ფონზე მართლმადიდებელი ეკლესია ტაძრებში წირვა-ლოცვას არ წყვეტს.