კოვიდ-19-მა ჰაერი გაასუფთავა, მაგრამ არა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო

ოთხშაბათს, 13 იანვარს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პანდემიის გამო დაწესებულმა მასშტაბურმა კარანტინმა და სრულმა ჩაკეტვამ, ე.წ. „ლოქდაუნმა“, მსოფლიოს სმოგით ცნობილ ზოგიერთ ქალაქებსაც კი, ლურჯი ცა დაანახა. მაგრამ, კოვიდ-19-მა ჰაერი ყველგან ვერ გაასუფთავა. გარკვეული გაუმჯობესების მიუხედავად, ზოგიერთ ქალაქში ჰაერი მაინც არაჯანსაღი დარჩა.

ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის დტრამატულად დავარდნის შემდეგ, მეცნიერებმა საკითხის უფრო სიღრმისეული შესაწვლა დაიწყეს. დაკვირვებამ აჩვენა, რომ ჰაერის გაუმჯობესების ხარისხი, მოსალოდნელზე უფრო მცირეა. ზოგიერთი მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი ფაქტორი უცვლელი დარჩა.

ამრიგად, სარგებელი სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილებში, დრამატულად განსხვავებულია.

ამინდის გავლენა

რთულია ერთმნიშვნელოვნად თქმა, რამდენად არის ჰაერის გაუმჯობესება, „ლოქდაუნების“ შედეგი, რადგან ჰაერის დაბინძურების დონე, მნიშვნელოვნად, ასევე ამინდეზც არის დამოკიდებული.

ქარიან დროს, ჰაერის გაწმენდაა შესაძლებელი, მშვიდი, ნოტიო დღის შემთხვევაში კი მისი ხარისხი უარესდება.

ბირმინგების უნივერსიტეტის ატმოსფერული ქიმიის პროფესორმა, ზონგბო შიმ და მისმა კოლეგებმა, ამის შესახებ კვლევა ჩაატარეს. მათ დაადგინეს, რომ ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა, თუმცა მოსალოდნელზე ნაკლებად. მაგალითად, ვუჰანის დაბლოკვის შემდეგ, საიდანაც ახალი კორონავირუსი გავრცელდა, აზოტის დიოქსიდის, NO2-ს დონე ჰაერში 90%-ით შემცირდა. მეცნიერებმა კვლევით დაადგინეს, რომ ამ შედეგში ლოქდაუნის წილი მხოლოდ მესამედი იყო.

ეს იმის გამოც მოხდა, რომ „ლოქდაუნის“ პირობებშიც კი, ცხოვრება, ეკონომიკური საქმიანობა და საზოგადოებირივი ცხოვრება სრულად არ შეჩერებულა. მაგალითად, ლონდონში, სამგზავრო ავტომობილების მოძრაობა 80%-ით შემცირდა, სადისტრიბუციო ან სხვა მძიმე, სატვირთო მანაქნების მოძრაობა მხოლოდ 30-40%-ით შემცირდა.

ოზონის დონე იზრდება

კვლევამ აჩვენა, რომ აზოტის დიოქსიდის დონე ჰაერში 90%-ით შემცირდა, მაგრამ ამის პარალერულად, გაიზარდა ოზონის დონე. მეცნიერებისთვის ნათელია, რომ აზოტის დიოქსიდის შემცირებამ, შესაძლოა ოზონის მატება გამოიწვიოს. მაგრამ, ზოგიერთი მეცნიერი გაოცებული იყო, თუ რამდენად დიდი ეფექტი იყო „ლოქდაუნის“ დროს.

ჟურნალ "საიენსში" გამოქვეყნებული კვლევა ადასტურებს, რომ სრული „ლოქდაუნის“ დროს, ჩინეთის ჩრდილოეთ ქალქებში, ოზონის და წვრილი ნაწილაკების ძალიან მაღალი დონის დაბინძურება გამოვლინდა, რაც განსაკუთრებით 2020 წლის იანვარსა და თებერვლის პირველ ნახევარში შეინიშნებოდა.

„ჩვენ ვსაუბრობთ განმონაბოლქვის უპრეზდენტო შემცირებაზე, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ ამ ნორმაზე უარესად დაბინძურებულ მოვლენას. ეს ისაა, რასაც არ ველოდით“ - აცხადებს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პორფესორი, იუან ვანგი.