102 წლის ხანდაზმულმა გალინა ზაქრაძემ ქუთაისის ინფექციურ პათოლოგიათა კლინიკა დღეს დატოვა.
კლინიკის მედპერსონალმა მოხუცი აპლოდისმენტით გააცილა. ის ხანდაზმულთა სახლში გადაიყვანეს.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში ორი კვირის წინ კორონა ვირუსის ინფექციით შეიყვანეს. ექიმების თქმით, იგი თავს კარგად გრძნობს და მისი მდგომარეობა, კლინიკიდან გაწერის მომენტში, დამაკმაყოფილებელია.