კვლევა: უმრავლესობა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებს სკეპტიკურად აღიქვამს

რა მნიშვნელობა აქვს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას დემოკრატიისთვის და როგორ აღიქვამენ ამერიკელები საპრეზიდენტო კანდიდატებს? ​ამ საკითხებზე პიუს ცნობილი კვლევითი ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვნელს კორტნი კენედის ვესაუბრებით:

ამერიკის ხმა: მოგესალმებით კორტნი, რა მისია აქვს პიუს კვლევით ცენტრს და უფრო ზოგადად, რა როლი ეთმობა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას დემოკრატიულ ქვეყანაში?

კორტნი კენედი: ჩვენი ცენტრი არა-პარტიული კვლევითი ორგანიზაციაა, ამერიკელებს ვუყვებით იმ შეხედულებების, საკითხებისა და ტენდენციების შესახებ, რომლებიც მსოფლიო და აშშ-ის პოლიტიკას განსაზღვრავს. ჩვენი უპირველესი ინსტრუმენტია საზოგადოებრივი აზრის კვლევა, კონტენტის ანალიზი, ან სოციალური მეცნიერების იმ ტიპის კვლევა, რომელიც მონაცემთა შეგროვებასა და დამუშავებას ეფუძნება. ჩვენ, ამასთან ერთად, არ ვართ ადვოკატირების ჯგუფი და არ ვიკავებთ ერთ რომელიმე პოზიციას ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა ხელი შევუწყოთ საზოგადოებრივ განხილვას და არ ვიძლევით კონკრეტულ რეცეპტს ამა თუ იმ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. რაც შეეხება იმას თუ რა მნიშვნელობა გვაქვს დემოკრატიულ სახელმწიფოში, გეტყვით, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ერთადერთი გამზომი საშუალებაა, რათა თითოეული ადამიანის ხმა ერთნაირად დაფიქსირდეს? საზოგადოებრივი აზრის გამოხატვის სხვა ფორმებიც არსებობს, მაგალითად სოციალური მედიის საშუალებით, ან მაშინ როცა ადამიანები წერილით მიმართავენ პოლიტიკოსებს, მაგრამ კიდევ ერთხელ-საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ერთადერთი საშუალებაა, რომ ყოველი ადამიანის ხმას ერთიდაიმავე დატვირთვა ქონდეს.

ამერიკის ხმა: კვლევებს რეგულარულად აქვეყნებთ, როგორ ადგენთ კვლევის თემას, რამდენად იცით, წინასწარ, რომ პოტენციური შედეგები საინტერესო იქნება?

კორტნი კენედი: ცენტრში ექსპერტების რამდენიმე ჯგუფია, რომლებიც ცალცალკე იკვლევენ პოლიტიკურ თემებს, დემოგრაფიულ ტენდენციებს, სოციალურ საკითხებს, მედიასა და ტექნოლოგიებს (მეტია). შესაბამისად, ყოველთვის ვაკვირდებით ამ ზოგად მიმართულებებს, ასევე კონკრეტული თარიღების ან მოვლენების ირგვლივ ვცდილობთ შევისწავლოთ ხალხის შეხედულებები, ვიკვლევთ რამდენიმე თვით ადრე ცნობილ, დაგეგმილ მოვლენებს ან ისეც ხდება, რომ დაუგეგმავად, უცბად გვიწევს რომელიმე მნიშვნელოვანი ახალი ამბის მიმართ ხალხის დამოკიდებულების გაანალიზებაც.

ამერიკის ხმა: ცოტა უფრო ვრცლად თქვენი მეთოდოლოგიის შესახებ, თუ შეიძლება.

კორტნი კენედი: ჩვენი გამოკითხვების უმეტესობას ტელეფონით ვიწერთ. 75%-ის შემთხვევაში მობილურზე ვრეკავთ, დაახლოებით 25% კი სახლის ტელეფონზე გვპასუხობს. ვიღებთ შეერთებულ შტატებში არსებულ ყველა მობილური ტელეფონის ნომერს და ყველა ბინის ნომერს, შემდეგ ვადგენთ ირიბად? იმ სიას, რომელსაც დავურეკავთ, ამდენად ყველა ადამიანს, რომელსაც ან მობილური ან სახლის ტელეფონი აქვს-შანსი აქვს, რომ მოხვდეს ამ გამოკითხვაში.

ამერიკის ხმა: წინასააარჩევნო ეტაპზე, თქვენი გამოკითხვების თანახმად, რა საკითხები დომინირებს მოსახლეობაში?

კორტნი კენედი: გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ დემოკრატიულ და რესპუბლიკურ პარტიაში აქტიურობენ და ლიდერობენ ე.წ. არატრადიციული კანდიდატები, სწორედ ისინი ასე ვთქვათ ცდილობენ მოსახლეობის იმ სეგმენტის მიმხრობას, რომელიც ვაშინგტონზე, მთავრობაზე, პოლიტიკურ პროცესებზეა გულმოსული. ასევე გვაინტერესებს, თუ რამდენად იზიდავს ორი ასეთი, თითქოს მსგავსი, არატრადიციული კანდიდატი-რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ბერნი სანდერსი-ერთნაირი შეხედულებების ადამიანებს, და რა შანსია საიმისოდ, რომ რომელიმე მათგანის პროცესიდან გასვლის შემთხვევაში, მხარდამჭერები მთლიანად გადაერთონ მეორე არატრადიციულ კანდიდატზე. თუ ეს ორი განსხვავებული კანდიდატია, მმხრეების განსხვავებული კატეგორიებით. მეორე საკითხია, თუ როგორ წარიმართება ეროვნულ დონეზე არჩევნები? და რა ბედი ეწევა რესპუბლიკურ პარტიას? როგორც გვახსოვს, 2012 წელს ბარაკ ობამამ რესპუბლიკელი კანდიდატი დაამარცხა და მაშინ თავად რესპუბლიკელები ამბობდნენ, რომ უმცირესობების ჯგუფებთან უნდა იმუშაოს პარტიამ და პოლიტიკა მათ მოარგოს, თუმცა წელს ვნახეთ, რომ რესპუბლიკელებმა ემიგრაციასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი პოზიციები გამოხატეს. შესაბამისად, გვაფიქრებს და ვაანალიზებთ რა მოხდება მოგვიანებით: იქნება თუ არა ეს თემები წამყვანი საკითხები მხოლოდ პრაიმერის არჩევნების დროს, თუ ისინი წყალგამყოფის როლს შეასრულებს პრაიერების დასრულების შემდეგაც და ამით, კი 2012 წელი განმეორდება.?

ამერიკის ხმა: ერთერთი ბოლო გამოკითხვით, უმრავლესობამ უარყოფითი პოზიცია დააფიქსირა წამყვანი კანდიდატების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რომ რომელიმე მათგანი კარგი პრეზიდენტი იქნება. მთლიანობაში, თუ გახსენდებათ ანალოგიურად პოლარიზებული განწყობების და საკმაოდ ნეგატიური საპრეზიდენტო კამპანია წარსულში? რას მიაწერთ ამას ახლა?

კორტნი კენედი: მართალი ხართ, იანვარში გამოკითხულთა მცირე რაოდენობამ დაგვიფიქსირა დადებითი რეაქცია იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე კანდიდატი მართლაც კარგი პრეზიდენტი გახდებოდა. ნაწილობრივ ეს აიხსნება რამდენიმე კანდიდატის პოლარიზებული შეხედულებებით და მათი პიროვნებებით. ასეთი კანდიდატები ძალიან მოწონს ამომრჩევლის ერთ ნაწილა, მეორეს კი ძალიან არ მოწონს და ასეთი კანდიდატები ახლა ორივე პარტიაში არიან. თუმცა მთლიანობაში, ჩვენ ახლა ერთ კონკრეტულ ტენდენციასთან გვაქვს საქმე, როცა ამერიკაში ბოლო წლებში იკლებს მთავრობისადმი რწმენა, და მატულობს პოლიტიკური პროცესებით იმედგაცრუება მოსახლეობაში, რაც თავის მხრივ ზრდის არა პარტიული ხედვის ამომრჩევლის რაოდენობას. ალბათ უფრო კარგად ასე აიხსნება არსებული შეხედულებების უმრავლესობა.