ალექსეი ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშაა

ალექსეი ნავალნი

რუსეთის სასამართლომ ალექსეი ნავალნი ქონების გაფლანგვის ბრალდებით დამნაშავედ სცნო. სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, შესაძლოა, ხელი შეუშალოს საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობაში. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს. რუსეთის ახლანდელ პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს განცხადება მარათონში მონაწილეობის შესახებ ჯერ არ გაუკეთებია.

მას შემდეგ, რაც კიროვის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვერდიქტი წაიკითხა, პროკურორებმა ხუთი წლით განაჩენის აღსრულების გადავადება მოითხოვეს. „ინტერფაქსი“ ნავალნის ადვოკატის სიტყვებს ციტირებს, რომელიც აცხადებს, რომ ბრალეულობა მისთვის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებიდან დისკვალიფიკაციის ტოლფასია. თუმცა, თავად ნავალნი აცხადებს, რომ განაჩენს გაასაჩივრებს და სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ის პოლიტიკურად აქტიურ ფიგურად დარჩება.