ჯგუფმა, რომელიც ოსკარებს კინოში შეტანილი წვლილისთვის გასცემს, სექსუალური შევიწროების საქმეების გამო საკუთარი რიგებიდან გარიცხა კომედიანტი ბილ კოსბი და რეჟისორი რომან პოლანსკი.
კინოხელოვნების აკადემიამ მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ორგანიზაციის „საბჭო მხარს უჭერს ეთიკურ სტანდარტებს, რაც წევრებისგან ადამიანური ღირსების პატივისცემას მოითხოვს".
აკადემიამ ქცევის ახალი კოდექსი გასულ დეკემბერში მას შემდეგ მიიღო, რაც ჰოლივუდის გავლენიანი პროდიუსერის ჰარვი უაინსტინის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებები გამოვლინდა.
ქცევის კოდექსში ნათქვამია, რომ აკადემია არ არის „ადგილი, სადაც ადამიანებს სტატუსის, ძალაუფლების თუ გავლენის მიხედვით ჩაგრავენ“.
კოსბი გასულ კვირას ტემპლის უნივერსიტეტის კალათბურთის ქალთა ნაკრების მენეჯერის გაუპატიურებაში სცნეს დამნაშავედ.
პოლანსკის კი, რომელმაც 2002 წელს ოსკარი საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში მიიღო ფილმისთვის „პიანისტი“, ბრალად ედება 1977 წელს 13 წლის გოგოს გაუპატურებაში. პოლანსკიმ შეერთებული შტატები 1978 წელს დატოვა.