ყოველ სამუშაო დღეს 14:00 საათზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ოჯახებისთვის ამერიკული ზღაპრების ონლაინ კითხვას აგრძელებს.
როგორც ამერიკის საელჩოს გავრცელებულ განცხადებაში არის ნათქვამი, ზღაპრებს, ამერიკელი დიპლომატები "ფეისბუქზე" პირდაპირი ეთერის საშუალებით წაიკითხავენ.
"სანამ საქართველოში სკოლები დაკეტილია, ამერიკის საელჩოში, გვსურს, ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დავეხმაროთ.ფეისბუქ ლაივის მეშვეობით სამუშაო დღეებში 14:00 საათიდან ამერიკელი დიპლომატი ინგლისურად წაგიკითხავთ და გესაუბრებათ თავის საყვარელ მოთხრობაზე. ინგლისურის სამეცადინოდ და ამერიკის შესახებ მეტის გასაგებად ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა,"- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში ამერიკის საელჩო ავრცელებს.
უკვე გამოქვეყნებულია რამდენიმე ვიდეო.