შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებს სპეციალური პრესკონფერენცია დაუთმო და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
პრეზიდენტის თქმით, ადმინისტრაციის მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად აშშ-ში ვირუსის შედეგების საფრთხე მინიმალურია.
პრეზიდენტის განცხადებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად და დახარჯავს საჭირო თანხებს რისკების შესამცირებლად. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ეს ძალიან დიდი თანხა არ იქნება, რადგან აქამდე ყველაფერი გაკეთდა საფრთხის შესამცირებლად.
კორონავირუსის წინააღმდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლის ხელმძღვანელადაც ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დანიშნა.