მადრიდში მაღაზიები იკეტება

კორონავირუსის გამო მადრიდის რეგიონში, სუპერმარკეტებისა და აფთიაქების გარდა, ყველა რესტორანი, ბარი და მაღაზია დაიკეტება. ამ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ესპანურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ტელეკომპანია TVE-ს ცნობით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დახურვა შაბათიდან დაიწყება. ოფიციალურ პირებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.