ირანში კოვიდ-19-ის ახალმა შემთხვევებმა რეკორდულად მოიმატა. მომატებული მაჩვენებლები ნოვრუზის დღესასწაულს უკავშირდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკანასკნელ 24 საათში 20,954 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეს 3,000-ით აღემატება წინა დღის მონაცემებს.
ასევე ნახეთ: "კოვიდ-19"-ით გარდაცვალებების რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბაირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაჯ ჰარირიჩიმ სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გაუარესებულ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა კორონავირუსის სამუშაო ჯგუფს ეკისრება. მისი თქმით, ჯგუფმა ვერ შეძლო „ოქროს შესაძელებლობის გამოყენება დღესასწაული იმისთვის გამოეყენებინათ, რომ კორონავირუსის ცეცხლი ჩაექროთ“.
გასულ წელს ორ კვირიანი სპარსული ახალი წელი კარანტინის და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების პირობებში აღნიშნეს.
ჰარირიჩის თქმით, წელსაც მსგავსი ზომები უნდა ყოფილი მოღებული. შეზღუდვების ნაცვლად კი, მისი თქმით, მილიონობით ირანელი ქვეყნის შიგნით სამოგზაუროდ წავიდა. ასევე არ ხდებოდა არსებული შეზღუდვების აღსრულება.
„მოგზაურობა უნდა შეწყვეტილიყო“, თქვაა მინისტრის მოადგილემ.
ირანი უკვე რამდენიმე თვეა ცდილობს ახალი ინფექციების მზარდი რაოდენობის კონტროლს. ქვეყნას ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მძიმე მაჩვენებლები აქვს. დღემდე ირანში თითქმის 2 მილიონი შემთხვევაა გამოვლენილი და კოვიდ-19-ის შედეგად 64,000 ადამიანი გარდაიცვალა.