ვირჯინიის შტატში გამარჯვებას ორივე პარტიის ლიდერისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს
ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ შარლოტში მიმდინარე დემოკრატთა ეროვნულ ყრილობაზე პირველი ლედის გამოსვლას პრეზიდენტი თეთრ სახლში, შვილებთან ერთად ტელევიზორით ადევნებდა თვალს. საკუთარ მეუღლეს ის „ობამების ოჯახის ვარსკვლავს“ უწოდებს. ყრილობაზე მეუღლის სიტყვით გამოსვლამდე, ის ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ მიშელის სიტყვით გამოსვლას ემოციის გარეშე ვერ უყურებს.
„სახლში ვიქნები და გოგონებთან ერთად ვუყურებ. ყველანაირად ვეცდები ბავშვებმა ცრემლმორეული მამა არ ნახონ. როცა მიშელი სიტყვით გამოდის, ძალიან ემოციური ვხდები,“ - თქვა მან.
დემოკრატთა ეროვნულ ყრილობაზე გამოსვლამდე პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნორფოლკის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეჩერდა, სადაც მისი აუდიტორია ძირითადად ფერადკანიანი ამომრჩევლებისგან შედგებოდა. მათ შორის ობამას პოპულარობა ძალზე მაღალია. გამოკითხვების მიხედვით, ფერადკანიანთა შორის რესპუბლიკელი კანდიდატის, მიტ რომნის პოპულარობა ნულს უტოლდება.
ვირჯინიის შტატში გამარჯვებას ორივე პარტიის ლიდერისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ვირჯინია უდიდესია იმ შტატებს შორის, რომელთაც გამოკვეთილი პოლიტიკური ორიენტაცია არ აქვთ და არჩევნებზე ტრადიციულად მხოლოდ ერთ პარტიას ხმას არ აძლევენ. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე პრეზიდენტმა ვირჯინიის სამხრეთში რამდენიმე ათეული შეხვედრა ჩაატარა.
2008 წელს ბარაკ ობამა პირველი დემოკრატი კანდიდადი იყო, რომელმაც ვირჯინიის შტატში ლინდენ ჯონსონის პერიოდის, 1964 წლის შემდეგ მოიგო. სიტუაცია შეიცვალა. გამოკითხვებმა ცხადყო, რომ ობამას და რომნის პოპულარობა ვირჯინიაში ამჟამად თითქმის თანაბარია. ანალიტიკოსების აზრით, არჩევნების ბედს უმთავრესად დამოუკიდებელი ამომრჩეველი განსაზღვრავს. ამიტომ ორივე, დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატების მთავარი სტრატეგია მათი გადაბირებისკენ არის მიმართული.
რესპუბლიკელთა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა, პოლ რაიანმაც ამ კვირას საარჩევნო კამპანია გაურკვეველი ორიენტაციის შტატში, ოჰაიოში გააგრძელა. ის მიტ რომნისთან ერთად პრეზიდენტის ეკონომიკურ პოლიტიკას მკაცრად აკრიტიკებს.
„მოდით, გულახდილები ვიყოთ. ობამამ მემკვიდრეობით რთული სიტუაცია მიიღო. მაგრამ პრობლემა სულ სხვა რამ არის: მან ყველაფერი უარესობისკენ წაიყვანა,“ - განაცხადა პოლ რაიანმა.
მისი თქმით, ობამას გამო დღეს შეერთებულ შტატებში შექმნილი ეკონომიკური სიტუაცია 70-იან წლებში თვით ჯიმი კარტერის დროინდელზე უარესია. პოლ რაიანმა აუდიტორიას რონალდ რეიგანის მიერ კარტერის დამარცხება და მისი ერთ-ერთი ცნობილი საარჩევნო სლოგანი მოაგონა:
„უკეთესად ხართ დღეს, ვიდრე ოთხი წლის წინ? იცით რა, ყველაფერი კარგად ვიცოდით მაშინ და კარგად გვესმის დღესაც. ჩვენ დავითხოვეთ კარტერი და დავიქირავეთ რეიგანი. ახლაც ასე მოვიქცევით,“ - თქვა ვიცე-პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა.
არჩევნებამდე ორი თვით ადრე ამერიკის მომავალი პრეზიდენტის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. გამოკითხვები ადასტურებს, რომ რესპუბლიკელ მიტ რომნის და პრეზიდენტ ობამას მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის ერთნაირი რეიტინგები აქვთ.