ამერიკელები სენატორებს და კონგრესმენებს ირჩევენ

ამერიკელებმა სენატის 33 წევრი უნდა აირჩიონ
6 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისული ამერიკელები ამერიკის სენატის და წარმომადგენელთა პალატის წევრებსაც აირჩევენ. ამ დღეს გაკეთებული არჩევანით გადაწყდება შეძლებს თუ არა შეერთებული შტატების მომავალი პრეზიდენტი საკუთარი კურსის გატარებას.

ამომრჩევლებმა სენატში 33 წევრი უნდა აირჩიონ. შეგახსენებთ, რომ სენატს ამჟამად დემოკრატები აკონტროლებენ. სენატის პარტიული გადანაწილება არც 6 ნოემბრის არჩევნებით შეიცვლება.

რაც შეეხება წარმომადგენელთა პალატას, რესპუბლიკურ პარტიას აქ უმრავლესობა ჰყავს. სავარაუდოდ, ეს მდგომარეობა არც მიმდინარე არჩევნების შემდეგ შეიცვლება.