კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი დამატების შეტანას იმ კანონპროექტში, რომელიც დიპლომატიური უწყებებისა და საგარეო დახმარებისთვის მომავალ წელს ორმოცდაათ მილიარდ დოლარს გამოყოფს
ამერიკის სენატის საბიუჯეტო კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი სავაჭრო და სხვა ტიპის სანქციების დაწესებას რუსეთის ან იმ ნებისმიერი სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც ედვარდ სნოუდენს პოლიტიკურ თავშესაფარს მიანიჭებს.
ამით კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი დამატების შეტანას იმ კანონპროექტში, რომელიც დიპლომატიური უწყებებისა და საგარეო დახმარებისთვის მომავალ წელს ორმოცდაათ მილიარდ დოლარს გამოყოფს.
ჩასწორების ავტორთა განცხადებით, რომელთა შორის ერთერთია გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი, სანქციები ასევე მოიცავს სავაჭრო შეღავათებისა და პრეფერენციების გაუქმებას ან შეჩერებას.
„მე არ ვიცი აპირებს თუ არა სნოუდენი რუსეთში დარჩენას ან სად გაემგზავრება, თუ რუსეთიდან წავა. ერთი, რაც ვიცი, არის ის, რომ სამართლიანი იქნება მისი სამშობლოში დაბრუნება, რათა სნოუდენი სასამართლოს წინაშე წარსდგეს და დანაშაულისთვის აგოს პასუხი“-განაცხადა ლინსი გრემმა.