როგორ ითანამშრომლებს პრეზიდენტი ობამა კონგრესთან

მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკა ნელ-ნელა ცდილობს კრიზისიდან გამოსვლას
მეორე ვადით არჩეულ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას ფიცის დადებამდე კონგრესთან კონფრონტაცია მოუწევს ფისკალურ საკითხებთან დაკავშირებით.

შეერთებული შტატების ბიუჯეტში გარღვევა 600 მილიარდ დოლარს შეადგენს. პრეზიდენტი ობამა ამ პრობლემის მოგვარებას გადასახადების გაზრდით აპირებს, რაც პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს ძალაში.

ეკონომისტების აზრით, თუ პრეზიდენტი ობამა და კონგრესი ვერ შეძლებენ მოლაპარაკებას, მაშინ შეერთებულ შტატებში შესაძლოა ახალი ეკონომიკური კრიზისი დაიწყოს.

მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკა ნელ-ნელა ცდილობს კრიზისიდან გამოსვლას. გასული საუკუნის 30-იანი წლების დიდი დეპრესიის შემდეგ ეს შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე მწვავე ეკონომიკური კრიზისია.