ამერიკის კონგრესში, კანონმდებლებმა ორივე პარტიიდან, კანონპროექტის ინიცირება მოახდინეს, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციას, კონგრესის მხარდაჭერის გარეშე არ მისცემს უფლებას რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციები გააუქმოს. კანონმდებლების თქმით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის, მაიკლ ფლინის გადადგომის შემდეგ, ამ ცვლილების შეტანა უფრო მეტად მნიშვნელოვანია. მაიკლ ფლინს, გადადგომა მას შემდეგ მოუწია რაც გაირკვა, რომ მას საუბარი ჰქონდა რუსეთის ელჩთან, სანამ ის ოფიციალურად თანამდებობაზე დაინიშნებოდა. ამერიკის კანონმდებლობა კრძალავს, უფლებამოსილების არმქონე მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მთავრობებთან საუბარს.