ყველაზე მრავალფეროვანი კონგრესი

უმცირესობები 2013 წლის ამერიკის კონგრესში ყველაზე დიდი რაოდენობით არიან წარმოდგენილები

Your browser doesn’t support HTML5

პოლიტიკა


ამერიკამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მრავალფეროვანი და უმცირესობებით ფართოდ წარმოდგენილი კონგრესი აირჩია.

პირველად არჩეული სენატორები კაპიტოლიუმში დაბნეული დადიან და შენობების და ოფისების მიგნება უჭირთ. წარმოიდგინეთ, რომ ზოგიერთ მათგანს გადაადგილება უნარშეზღუდულთა ეტლით უწევს.


მათ შორისაა წარმომადგენელთა პალატის ახალი წევრი, თამი დაქვორსი. მან ორივე ფეხი ერაყში, სამხედრო ვერტმფრენზე ნაღმმტყორცნის ჭურვის მოხვედრის შედეგად დაკარგა.

თამი დაქვორსი პირველი ომის ვეტერანი ქალია და პირველი წარმომადგენელთა პალატის წევრი, რომელიც ტაილანდში დაიბადა.

პოლიტოლოგები ერთხმად აღიარებენ, რომ კანონმდებლები ამერიკულ მოსახლეობას გარეგნულად ახლა უფრო მეტად გვანან, ვიდრე როდესმე და მართლაც რომ ამერიკის მრავალფეროვანი კონგრესის სრულიად ახალ სახეს ქმნიან.


„ფანტასტიურია! ჩვენი ერის გამოხატულებაა, რომელიც ბევრად მრავალფეროვანი გახდა. ეს ჩვენი ქვეყნის ძლიერებაა! აქ ხომ ყველა სხვადასხვა წარსულით მოვედით“ - ამბობს თამი დაქვორსი.

- ასევეა ტულსი გაბარდი, რომელიც ჰავაის წარმოადგენს და კონგრესის პირველი ინდუიზმის მიმდევარია. ან კიდევ - შონ მალონი, ღიად გეი სენატორი.


პროცესში უყურადღებოდ დარჩენილი ხმები ერთვება, რაც ყოველთვის კარგის ნიშანია. ეს ხომ ამერიკის არსია“ - ამბობს სენატორი მალონი.

ამერიკა თეთრკანიანმა მამაკაცებმა დააარსეს. ისინი დღეს პალატის დემოკრატებს შორის უცირესობაში აღმოჩნდნენ. ცვლილებების დრო დადგა, ამბობს ჯონ სემპლესი კატოს ინსტიტუტიდან.


„სისტემამ სწორედ ასე უნდა იმუშაოს. რაკი ქვეყანა და მისი დემოგრაფია იცვლება, პოლიტიკაც უნდა შეიცვალოს“ - დასძენს ის.

თუმცა, ეს ცვლილება რესპუბლიკელებს სართოდ არ დატყობიათ. 36-ივე ახალი წარმომადგენელი თეთრკანიანია და მათ შორის მხოლოდ 3 ქალია. პალატის რესპუბლიკელი წევრი როჯერ უილიამსი ამბობს, რომ მთავარი მაინც მათი საერთო მიზანია.

„ყველა სხვადასხვა ნავით მოვედით, მაგრამ დღეს ერთ გემზე ვიმყოფებით“ - აღნიშნავს წარმომადგენელი უილიამსი.

გემის ეკიპაჟის და მგზავრების მრავალფეროვნებას ამ შემთხვევაში ის მნიშვნელობა აქვს, რომ კონგრესის პრიორიტეტებიც ახალი შემადგენლობის გამო სხვაგვარად ჩამოყალიბდება.


ანალიტიკოსების პროგნოზით, ახალი კონგრესის მიერ დამტკიცებული კანონები უფრო ყოვლისმომცველი და ამერიკის ახალი სახის ამსახველი იქნება.