კონგოს მეამბოხეები ბრალდებებს უარყოფენ

M23 ბრალდებებს მტკიცედ უარყოფს

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთში დაბანაკებული ამბოხებულთა ჯგუფი სამხედრო დანაშაულის ბრალდებებზე უარს აცხადებს.

ადამიანის უფლებათა დამცველები M23-ის სახელით ცნობილ მოძრაობას გაუპატიურებაში, მკვლელობაში, წამებასა და გატაცებებში ადანაშაულებს. მათ ასევე ბავშვების ჯარში გაწვევაც ედებათ ბრალად.

ორშაბათს გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ M23-მა აღმოსავლეთ კონგოში დაუნდობელი ქმედებების ჩადენის შემდეგ სისხლიანი კვალი დატოვა.

ადამიანის უფლებათა დამცველების განცხადებით, M23-მა საკუთარი დაჯგუფების 33 წევრი დეზერტირობის მცდელობისთვის მოკლა. ივნისის შემდეგ ამბოხებულთა ტერიტორიაზე 15 მოქალაქეა მოკლული.

M23-ის პრესცენტრმა ვიანი კაზარამამ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ზემოხსენებული ბრალდებები მტკიცედ უარყო.