გამოძიების ფედერალური ბიუროს უკვე ყოფილი ხელმძღვანელი პრეზიდენტის მიერ მის გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე გამოძიებისთვის დამატებით რესურსებს ითხოვდა.
ეს თანხები რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებში შესაძლო ჩარევისა და ტრამპის გუნდსა და რუსეთს შორის შესაძლო კავშირების გამოსაძიებლად იყო საჭირო - ეს განცხადება ამერიკის კონგრესის წარმომადგენლებმა გააკეთეს. თუმცა იუსტიციის დეპარტამენტი ამგვარი მოთხოვნის არსებობას უარყოფს. შესაბამისად უცნობია, იყო თუ არა ეს ფაქტი ბიუროს დირექტორის ჯეიმს კომის გათავისუფლების მიზეზი.
გამოძიების ფედერალური ბიუროსა და იუსტიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ელოდებიან რა გავლენას იქონიებს ხელმძღვანელის გადაყენება რუსეთთან შესაძლო კავშირების გამოძიების პროცესზე.
ამერიკის ყოფილი გენერალური პროკურორი ალბერტო გონზალესი ამბობს, რომ პრეზიდენტს ტყუილად აქვს იმედი, რომ ამ ნაბიჯით გამოძიებას შეაჩერებს.
დონალდ ტრამპის თქმით კი, გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის გათავისუფლება სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან მან „ვაშინგტონში ყველას ნდობა დაკარგა“, მათ შორის დემოკრატებისაც. „ყველაფერი ძალიან მარტივადა: ის თავის საქმეს კარგად ვერ აკეთებდა“ - დაწერა პრეზიდენტმა ტვიტერზე.