კოლორადოს შტატში ხანძარი მძვინვარებს

ხანძრის გამო 32 ათასი ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა
კოლორადოს შტატში გამძვინვარებული ხანძრის გამო 32 ათასი ადამიანის სასწრაფო ევაკუაცია გამოცხადდა. ევაკუაციის ზონაში შეერთებული შტატების ავიაციის აკადემიაც აღმოჩნდა.

ვალდოს კანიონის ხანძარი შაბათს პაიკის ეროვნულ ტყეში დაიწყო და 2000 ჰექტარის რადიუსით გავრცელდა. ქალაქ კოლორადო-სფრინგსის ნაგებობებთან ერთად თავად ვალდოს კანიონის ისტორიული რანჩოც დაზიანდა, რომელიც შტატის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. კოლორადო -სფრინსგის ავტოტრასები და მთავარი გზები ლტოლვილებით არის ჩახერგილი, ცა კი სქელი შავი ღრუბლითააა დაფარული.