აშშ-ის დაზვერვის სააგენტოს დირექტორმა 13 ივლისს, ვაშინგტონში, ჰადსონის ინსტიტუტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ამერიკის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დამანგრეველი კიბერ შეტევის საფრთხე იზრდება.
მისი განცხადებით, რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა ყოველდღიურად ახორციელებენ შეტევებს აშშ-ის ფედერალური, შტატების და ადგილობრივი მთავრობების, ასევე ამერიკული კორპორაციებისა და აკადემიური ინსტიტუტების წინააღმდეგ, თქვა დენ ქოუთსმა და დასძინა, რომ "ამ ოთხს შორის ყველაზე აგრესიული უცხოელი აქტორი რუსეთია."