პრეზიდენტმა კანონმდებლებს ცეცხლსასროლი იარაღის საკითხის განხილვა მოსთხოვა
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოუწოდა კონგრესს, განაახლოს ცეცხლსასროლ იარაღზე აკრძალვის კანონი. პრეზიდენტმა საკითხის განხილვა კანონმდებლებს კონექტიკუტის შტატის ტრაგედიდან ხუთი დღის შემდეგ მოითხოვა.
პრეზიდენტმა ობამამ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს იარაღის კონტროლთან დაკავშირებული კონკრეტული წინადადებების დაწერა იანვრისთვის მოსთხოვა. ობამას განცხადებით, კონექტიკუტის ტრაგედიის შემდეგ, ამერიკაში ცეცხლსასროლ იარაღს კვლავ ემსხვერპლნენ უდანაშაულო ადამიანები, რომელთა შორის რამდენიმე პოლიციის ოფიცერია.
პრეზიდენტმა ასევე მოითხოვა, შემოწმდეს ყველა ის ადამიანი, ვინც კერძო დილერებისგან ცეცხლსასროლ იარაღი შეიძენს.