შაბათს მსოფლიო ლიდერები ჟენევაში შეხვდებიან ერთმანეთს
სირიის საკითხში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის წინ, დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი რუს კოლეგას პეტერბურგში ხვდება.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი სირიაში გარდამავალი გეგმის შესახებ იმსჯელებს და უთანხმოებების დარეგულირებას შეეცდება.
შაბათს, მსოფლიო ლიდერები ჟენევაში გეგმავენ შეხვედრას, რომლის ჩატარება გაეროს საგანგებო ელჩმა სირიაში კოფი ანანმა მოითხოვა. ანანის მიზანია, მსოფლიოს სახელმწიფოები სირიის კონფლიქტიდან გამოსავლის შესახებ ჩამოყალიბდნენ. როგორც დიპლომატიური წყაროები წინასწარმეტყველებენ, ანანი სირიის თანხმობის მთავრობის შექმნის ინიციატივით გამოვა.
ანანის გეგმის თანახმად, თანხმობის მთავრობიდან სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის გათიშვა არ მოხდება, მაგრამ იმავდროულად იმ პირების მონაწილეობის აკრძალვას შეეცდება, რომლებსაც ქვეყნის სტაბილურობისთვის ხელის შეშლა შეუძლია.
ლავროვმა წარსულში განაცხადა, რომ კრიზისიდან გამოსავალი თავად სირიელმა ხალხმა უნდა მოძებნოს. რუსი დიპლომატის ხაზგასმით, რუსეთი მხარს არ დაუჭერს გარე ძალების ჩარევას.