ჰილარი კლინტონი სახლიდან მუშაობს

სამსახურში გასვლას ის მომავალ კვირას გეგმავს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ნიუ იორკის საავადმყოფოდან გამოწერეს და ის ამჟამად სახლიდან მუშაობს. ჰოსპიტალიზაციის მიზეზი თავის ქალაში თრომბის გაჩენა გახდა. სამსახურში გასვლას ის მომავალ კვირას გეგმავს. ამ ფონზე, მასაჩუსეტის სენატორი ჯონ კერი, მისი კანდიდატურის დამტკიცების მოსმენის მოლოდინშია. ჯონ კერი ნომინირებულია სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ვიქტორია ნულანდი აცხადებს, რომ კლინტონი სამსახურში დასაბრუნებლად ენთუზიაზმითაა გამსჭვალული. მისივე განცხადებით სახელმწიფო მდივანი მუდმივ კონტაქტზეა თანამშრომლებთან, ეცნობა პრესას და კარგადაც გრძნობს თავს.

.