ამერიკი საპრეზიდენტო არჩევნების პრაიმერების სეზონი სამშაბათს ოფიციალურად დასრულდა. ჰილარი კლინტონმა ბერნი სანდერსი ამერიკის დედაქალაქში ჩატარებულ ბოლო პრაიმერიში დაამარცხა, რის შემდეგაც მათ “პოზიტიური დისკუსია” ჰქონდათ.
კლინტონი დემოკრატიული პარტიის სავარაუდო კანდიდატია. მისი საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება ფილადელფიაში ივლისში დაგეგმილ პარტიის ყრილობაზეა მოსალოდნელი.
სანდერსი თვეების მანძილზე უწევდა კლინტონს პაექრობას მიუხედავად იმისა, რომ მას ხმების რაოდენობით ჩამორჩებოდა. თუმცა, ამ პროცესმა ვერმონტის სენატორს საშუალება მისცა დემოკრატიული პარტიის პოლიტიკურ პლატფორმაზე გავლენა ჰქონოდა.