ჩრდილოეთ კორეა აშშ-იაპონიის განსჯის საკითხი ხდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა ჰილარი კლინტონმა მოუწოდა ჩრდილოეთ კორეას შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და შეაჩეროს ბირთვული რაკეტის გაშვების განზრახვა.
სამშაბათს კლინტონი იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს, კოიჩირო გემბას მასპინძლობდა ვაშინგტონში. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რაკეტის გაშვების გეგმებზე, რომლის თარიღად ფხენიანმა ხუთშაბათი დაასახელა. როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, ამერიკა და იაპონია რეგიონში მშვიდობის მხარდამჭერები არიან, ამიტომ მოვლენების განვითარებას ორივე ქვეყანა დიდი გულისყურით დააკვირდება.