კლინტონი ირანის სამხედრო ძალაუფლების გაძლერებას გმობს

შეერთბული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ირანში სამხედრო ძალაუფლების გაძლიერებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა.

თუმცა ეიბისისთვის მიცემულ სატელევიზიო ინტერვიუში ქალბატონმა კლინტონმა იმედი გამოთქვა,რომ ირანში მოქმედი სამოქალაქო და რელიგიური სფეროთა ლიდერები ყველა ღონეს იხმარენ იმისთვის,რომ საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნონ.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით,შეერთებულ შტატებს სურს ირანი ბირთვული პროგრამის ექვსპარტიულ მოლპარაკებებს დაუბრუნდეს. ასევე აუცილებელია თეირანი ბირთვული ობიექტების ინსპექტირებზეც დათანხმდეს.

ამ ფონზე ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰამდინეჟადმა მოუწოდა შეერთებულ შტატებს მის მიერ გათავისუფლებული ამერიკელი მოგზაურის სანაცვლოდ რვა ირანელი მოქალაქე გაათავისუფლოს,რომლებიც ამჟამად შეერთებული შტატების ციხეებში იმყოფებიან.