ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო ნომინაციას კიდევ უფრო მიუახლოვდა

ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სამშაბათის პრაიმერების შემდეგ საპრეზიდენტო ნომინაციას კიდევ უფრო მიუახლოვდა. კენტუკის შტატში, სადაც ხმების უმრავლესობა უკვე დათვლილია, კლინტონი მის დემოკრატ მეტროქე ბერნი სანდერსს 2000 ხმით უსწრებს.

ასევე სამშაბათს, ორეგონში გამართულ პრაიმერიში სანდერსმა კლინტონი დაამარცხა.

იმისთვის, რომ სანდერსმა კლინტონს დელეგატთა საბოლოო რაოდენობით გაუსწროს დარჩენილი დელეგატების 85 პროცენტის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. ასეთი უპირატესობით სანდერსს მხოლოდ ერთ შტატში ჰქონდა გამარჯვება. ეს თავისი შტატი ვერმონტი იყო.

დემოკრატიული პარტიის ნომინანტი ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკელ დონალდ ტრამს დაუპირისპირდება.

ამ ეტაპზე, რამდენიმე სხვადასხვა გამოკითხვის საშუალო მაჩვენებლით კლინტონი ტრამპს ექვსი პროცენტით უსწრებს, სანდერსს კი ტრამპთან 13 პროცენტიანი უპირატესობა აქვს.