ჰილარი კლინტონის იმეილების სკანდალი გრძელდება

ამერიკის სახელმწიფო დეპატრამენტმა ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ელექტრონული მიმოწერის ნაწილი გუშინ გვიან ღამით გამოაქვეყნა. საგარეო უწყებას კლინტონის იმეილების გასაჯაროება ფედერალურმა მოსამართლემ მოსთხოვა.

დღეს გამოქვეყნებული 3000 იმეილი კლინტონის სახელმწიფო მდივნად მუშაობის პირველ წელს - 2009 წლის მარტიდან დეკემბრამდე - იყო გაგზავნილი. მიმოწერაში შედიოდა ისეთი თემები, როგორიცაა ყოველდღიური განრიგი, საგარეო პოლიტიკის საკითხების კოორდინაცია ადმინისტრაციის სხვადასხვა წარმომადგენელთან. ასევე იყო ყოფილი პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის იმეილები, რომლებშიც ის ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებასა და იქ დაპატიმრებული ორი ამერიკელის გათავისუფლების მოლაპარაკებაზე საუბრობდა.

კლინტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის ფავორიტია. რესპუბლიკელი ოპონენტები მას ოფიციალური კორესპონდენციის დამალვაში ადანაშაულებენ. კლინტონის ოფიციალური იმეილები მის პერსონალურ სერვერზე ინახებოდა, რომელიც მის კერძო სახლში იყო მოთავსებული.