ამერიკა ავღანეთში უდანაშაულო მსხვერპლის წინააღმდეგ იმაღლებს ხმას

ქაბულის ორ სკოლაში მომწამვლელი გაზი გაუშვეს. ახლა გაგაცნობთ ამერიკის მთავრობის ოფიციალურ აზრს.

ავღანელი ქალები და ბავშვები ავღანეთს შიგნით სხვადასხვა დესტრუქციული ძალების მიერ გატარებულ საქმიანობას ეწირებიან. თალიბანი განაგრძობს ქალთა უფლებების შეზღუდვას. ავღანეთში თალიბების რეჟიმის დროს, ქალებსა და გოგონებს საერთოდ ეკრძალებოდათ სკოლაში სიარული, ისევე როგორც საზოგადოების ცხოვრებაში მონაწილეობა. მაშინ როცა მსგავსი ინციდენტების გამოძიება მიმდინარეობს და არც არავის აუღია პასუხისმგებლობა მომხდარზე, ცოტა ხნის წინ გოგონათა ორ სკოლაში ქაბულში მომწამლავი აირით თავდასხხმა განხორციელდა. ინციდენტების შედეგად 100მეტი მოსწავლე და მათი მასწავლებლები დაშავდნენ. პირველი ინციდენტის შემდეგ 25 აგვისტოს 60 მოსწავლე დაშავდა, 28 აგვისტოს კი 48 გოგონას საავამდყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი.

ბოლო ორი წლის მანძილზე, ავღანეთის ჯანდაცვის სამინიტრომ დაადასტურა 10 მსგავსი ინციდენტის შემდეგ მსხვერპლს შორის სისხლში ტოქსიკური ნივთიერების არსებობა. ორგანოფოსფატები ასევე შედის ქიმიურ იარაღ სარინში. ამ ნივთიერების შედეგად გამოწვეული მოწამვლის სიმპტომები გულისხმობს თავის ტკივილს, დაღლილობასა და სუნთქვის პრობლემებს. ავღანეთში მდებარე სკოლების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ყველა ეს სიმპტომი დააფიქსირეს.

ამ ფონზე, ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები შეშფოთებულია ავღანური სკოლის მოსწაავლეების მოწამვლით. მან დასძინა, რომ ავღანელი მოსწავლე გოგონები და მასწვლებლები ავღანეთში ანტი სამთავრობო მოქმედებების მსხვერპლი ხდებიან. ამ ტერაქტების მიზანია ავღანეთის დესტაბილიზაცია და პროგრესის დისკრედიტაცია. ამერიკა მოქმედებს ავღანეთის მთავრობასთან ერთად რათა მსგავსი ინციდენტების პრევენცია მოხდეს, აცხადებს ჰილარი კლინტონი.

ავღანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისევე როგორც 40მდე სპონსორმა სახელმწიფომ ერთობლივი რეზოლუციის პროექტი წარუდგინა გაეროს ადამიანის უფელბათა საბჭოს, რომელიც კონსენსუსით მიიღეს ივნისში, და დაგმეს ტერაქტები უდანაშაულო ადამიანების წინააღმდეგ. ამერიკა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას გააგრძელოს ავღანეთის მთავრობის მხარდაჭერა გოგონებისა და ქალების რეპრესიებისა და ძალადობრივი თავდასხმებისგან დასაცავად და რომ ოფიციალურმა ქაბულმა ყველაფერი გააკეთოს, რათა დამნაშავეები დაისაჯონ.

და ბოლოს, აშშ ავღანელ ხალხთან ერთად არის ისეთი საზოგადოების შესაქმნელად, რომელშიც ყველა წევრის, მათ შორის ქალებისა და გოგონების უფლებები სრულად იქნება დაცული.