საბრძოლო მოქმედებები მთიანი ყარაბაღის რეგიონში, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. რეგიონის დეფაქტო ოფიციალური პირები ავრცელებენ ინფორმაციას გარდაცვლილების შესახებ. მათი თქმით, აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული შეტევის შედეგად, დაღუპულია სამი სამოქალაქო პირი.
დაპირისპირება ამჯერად სტეფანაკერტში მიმდინარეობდა, რეგიონის ყველაზე დიდ ქალაქში. სამხედრო მოქმედებები იყო შუშიშიც, სტრატეგიულ მთიან ადგილას, რომელიც სტეფანაკერტიდან 10 კილომეტრითაა დაშორებული.
ასევე ნახეთ: მთიან ყარაბაღში შეტაკებები გრძელდებამთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიადაა აღიარებული, თუმცა ეთნიკური სომხები, რომლებიც მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს არ აღიარებენ. ისინი სომხეთის ხელისუფლების დახმარებით, თავად მართავენ ადგილობრივ საქმეებს მას შემდეგ, რაც 1994 წლის ომში, აზრებაიჯანის არმიამ რეგიონიდან უკან დაიხია.
"რაკეტების სროლის შედეგად, რამდენიმე მოსახლის სახლი დაიწვა შუშიში. არეულობაა დედაქალაშიც (სტეფანაკერტში). მაშველების ჯგუფები ადგილზე მუშაობენ", ნათქვამია მთიანი ყარაბაღის დეფაქტო სამაშველო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც 6 ნოემბერს გავრცელდა.