აშშ-ში ხუთშაბათს კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 56 000 იყო

ექიმი ტესტირებაზე

ხუთშაბათს, აშშ-მ ერთ დღეში 56 000-ზე მეტი კოვიდინფიცირებულის შესახებ განაცხადა, რაც უმაღლესი გაზრდილი დღიური მაჩვენებელია აგვისტოს შემდეგ. ამ ციფრებს ადასტურებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევაც.

ინფიცირების ზრდის შედეგად, მთლიანობაში აშშ-ის შემთხვევების რაოდენობა 7.6 მილიონს გაუთანაბრდა. გარდაცვლილთა რაოდენობა 213, 000-ს შეადგენს.

ასევე ნახეთ: ექიმი ფაუჩი ამბობს, რომ თეთრ სახლში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო

ამავე მონაცემებით, ვისკონსინის შტატში გუშინ კოვიდით დაინფიცირების 3000 შემთხვევა გამოვლინდა.

დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების ინფორმაციით, ამ გადასახედიდან, ქვეყანაში კოვიდ 19-ის ინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობამ შესაძლოა 233 000-ს ოქტომბრის ბოლოსთვის მიაღწიოს.

ასევე ნახეთ: კორონავირუსის ახალი შტამი უფრო გადამდებია