შობა ახალი წელი ფრონტის ხაზზე

აზოვსტალის მებრძოლების ოჯახის წევრების აქცია-პრერფომანსი კიევში. ომი და მშვიდობა ერთ მაგიდაზე.

64 წლის უკრაინელმა სამხედრომ, ლეონიდ ოლიშჩენკომ ოჯახს შობის დღესასწაული ფრონტის ხაზიდან მიულოცა. კადრი 24 დეკემბრით თარიღდება.

ეს კადრიც ბახმუტშია გადაღებული, სადაც უკრაინელი სამხედრო ფრონტის ხაზზე საახალწლო დეკორაციებს ამზადებს.

ასე შეხვდა 45 წლის უკრაინელი სამხედრო შობის ღამეს ფრონტის ხაზზე. რაფაელ კარაპიტიანი ბახმუტში იმყოფება. ფოტო 24 დეკემბერს არის გადაღებული

უკრაინელი სამხედროები შობას და ახალ წელს ასეთ გარემოში შეხვდნენ. ფოტო 24 დეკემბერს არის გადაღებული.

ეს კადრი ხარკივში, 24 დეკემბერს არის გადაღებული. სადაც ადგილობრივი მოსახლეობა უკრაინელ სამხედროებს ამხნევებს.

კადრი კრამატორსკიდან, სადაც ადგილობრივ ოჯახს საახალწლო ნაძვი სახლში მანქანით მიაქვს