კრისტიან მაკბრაიტი ახალ კრებულს უშვებს

კრისტიან მაკბრაიტი ახალ კრებულს უშვებს

ჯაზ ბასისტი კრისტიან მაკბრაიტის ახალ კრებულს „ საუბარი კრისტიანთან“ უშვებს.

იმ ფონზე როდესაც სულ უფრო გახშირდა გამოჩენილი მუსიკოსების მიერ დუეტების შესრულება, ბასისტმა კრისტიან მაკბრაიტმა გადაწყვიტა შეეკრიბა თავისი უახლოესი მეგობრები და თანამოაზრეები. იმისათვის, რომ შექმნილიყო ახალი კრებული და მას წარმატება ჰქონოდა მაკბრაიტმა მიიწვია ჯაზის სამყაროს ისეთი თვალსაჩინო წარმომადგენელი როგორიცაა ჰენკ ჯონსი. როგორც უდიდესი მუსიკალური დიაპაზონის მქონე შემსრულებელს, კრისტიან მაკბრაიტს ჯაზის, პოპის, როკისა და ჰიპ ჰოპის სფეროში ყველაზე წარმატებულ მუსიკოსებთან უმუშავია. ახალ კრებულში შესულია მაკბრაიტის კომპოზიცია მონტაჟი, სადაც ფორტეპიანოზე მსმენელის წინაშე წარსდგა ლეგენდარული ჯორჯ დუკი, გიტარაზე რასელ მალონი, საქსაფონზე კი რონ ბლეიკი, ხოლო ვოკალურ ნაწილს დიდი ბრიჯვოთერი ასრულებს.

კრებულში ასევე შესულია კრისტიან მაკბრაიტის ერთობლივი ნამუშევარი პიანისტებთან ედი პალმიერისთან, ჩიკ კორეასთან და აწ უკვე გარდაცვლილ ბილი ტეილორთან, ვოკალისტებთან სტინგთან, ანჯელიკ კიდჯოსა და ჯინა გერშონთან, მევიოლინე რეჯინა კარტერთან და მესაყვირე როი ჰარგროვთან. კრისტიან მაკბრაიტმა როი ჰარგროვთან ერთად შემქნა კომპოზიცია „BAUBLES, BANGLES AND BEADS“, რომელიც ასევე შევიდა ახლ კრებულში.