ესკალაციის შესაძლებლობა სოფელ ჩორჩანასთან

Your browser doesn’t support HTML5

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებამ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქართველი პოლიციელებისთვის მშენებარე ბლოკპოსტის დაშლა მოითხვა. თბილისი ულტიმატუმს არ დაემორჩილა, ცხინვალის მხარემ კი პასუხად, ოკუპირებულ სოფელ წნელისში მსგავსი ბლოკპოსტის აშენების გადაწყვეტილება გაასაჯაროვა.