ჩომახიძის გუნდის ისტორიული გამარჯვება
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა დღეს, ბუდაპეშტში, ევროპის ჩემპიონატზე, სენსაციური და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. რევაზ ჩომახიძის გუნდმა D ჯგუფში საფრანგეთი 9:7 დაამარცხა და პლეი-ოფში თამაში გაინაღდა. საქართველო ზედიზედ მეოთხე ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობს და ჯგუფში აქამდე არასოდეს გაუმარჯვია.