ჩინეთის დედაქალაქის რამდენიმე უბანში კორონავირუსზე შემოწმების პუნქტები გაიხსნა, დაიხურა სკოლები და მოსახლეობას დაევალა ვირუსზე ტესტის ჩატარება. ასეთი ზომების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ორშაბათს, მოულოდნელად გაიზარდა ვირუსის შემთხვევები. ახალ შემთხვევებს აზიის ერთ-ერთ უდიდეს პროდუქტის ბაზარს უკავშირებენ.
ბოლო ორი თვის განმავლობაში პეკინში არ დაფიქსირებულა ინფიცირების არცერთი შემთხვევა. სიტუაცია ბოლო ოთხ დღეში შეიცვალა და ოფიციალური პირების თქმით, კორონავირუსის 79 შემთხვევა დაფიქსირდა. თებერვლის შემდეგ, ეს ქალაქის ყველაზე დიდი კლასტერია.
ქალაქში, სადაც ბევრი კომპანიის სათაო ოფისია განლაგებული, კორონავირუსის დაბრუნებამ გაურკვევლობა გამოიწვია. ახლა ჩინეთი ეკონომიკური ზარალის ეტაპობრივ ანაზღაურებას ცდილობს, ვირუსის ახალი შემთხვევების დაფიქსირება კი სიტუაციას არ ეხმარება.
"შეკავების მცდელობები, ნელ-ნელა, საომარ რეჟიმზე გადადის", თქვა პეკინის მერიის წარმომადგენელმა. მისი თქმით, "ბრძოლაში" 7,200 სამეზობლო და თითქმის, 100,000 ადამიანი ჩართული, ვინც ეპიდემიის სიტუაციის გაკონტროლებას ცდილობს.
ვირუსის გავრცელების ადგილად სინფადის ბაზარი სახელდება, სადაც ყოველდღიურად ათასობით ტონა ხორცი,ბოსტნეული და ხილი იყიდება.