ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აცხადებს, რომ პეკინის ურთიერთობა ვაშინგტონთან მნიშვნელოვან გზაჯვარედინს მიუახლოვდა, როცა მხარეებმა წარსულში მიღწეული წარმატება უნდა გააგრძელონ და მომავლისთვის ახალი გეგმები დასახონ.

ეს განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის ეროვნული უშიშროების მრჩეველი ტომ დონილონის პეკინში ვიზიტისას გააკეთა. დონილონი ჩინეთის პრეზიდენტის ვაშინგტონში ჩამოსვლამდე წინასწარ შეხვედრებს მართავს. ჩინეთის პრეზიდენტი ამერიკაში პრეზიდენტ ობამასთან შესახვედრად მომავალ კვირას ჩამოვა.

დონილონი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი ვაშინგტონში ორი ქვეყნის ლიდერს საშაუალებას მისცემს სამომავლო ურთიერთობების დეტალები განიხილონ.