ჩინეთი -მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა

ექსპერტების ვარაუდით, 2030 წლისთვის ჩინეთი შეერთებული შტატებს გაუსწრებს
შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემებით, უახლოეს მომავალში ჩინეთი მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკა გახდება. 2030 წლისთვის ჩინეთი შეერთებული შტატებს გაუსწრებს.
ექსპერტების აზრით, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შესაძლოა შეფერხდეს, თუ პეკინი თანამედროვე ტექნოლოგიებს ფართოდ არ დანერგავს წარმოებაში.
ჩინეთის ეკონომიკურ განვითარებას მისი დაბერებული მოსახლეობაც უშლის ხელს, რაც ერთი შვილის პოლიტიკამ გამოიწვია.
ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებისთვის ჩინეთმა პოლიტიკური და განათლების სისტემის რეფორმირება უნდა განახორციელოს.