ეს თანხები ბევრად ნაკლებია იმასთან შედარებით, რასაც ჩინეთი ადრე გასცემდა სხვა ქვეყნების და მათ შორის ფილიპინების დასახმარებლად
ჩინური გაზეთი იუწყება, რომ ტერიტორიული დავის არსებობა გავლენას არ იქონიებს პეკინის გადაწყვეტილებაზე, დაეხმაროს ტაიფუნით დაზარალებულ ფილიპინებს.
ორშაბათს პეკინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ გეგმავს 100,000 დოლარის გაგზავნას, რათა ფილიპინებს დაეხმაროს ტაიფუნით მიყენებული ზიანის შემსუბუქებაში. მოგვიანებით ჩინეთის წითელმა ჯვარმაც გამოაცხადა 100,000 დოლარის გაგზავნის სურვილის შესახებ.
ეს თანხები ბევრად ნაკლებია იმასთან შედარებით, რასაც ჩინეთი ადრე გასცემდა სხვა ქვეყნების და მათ შორის ფილიპინების დასახმარებლად, სტიქიური უბედურებების შემთხვევებში. ეს ხდება იმ დროს, როცა ჩინეთი ჩართულია მანილასთან ტერიტორიულ დავაში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მდებარე ნავთობით მდიდარი კუნძულების თაობაზე.
ჩინურ „გლობალ თაიმს“-ში სამშაბათს გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში ნათქვამია, რომ ჩინეთმა არ უნდა მიიღოს ფილიპინების დახმარების გადაწყვეტილება ამ დავის გავლენით. კომუნისტური პარტიის გამოცემაში ნათქვამია, რომ ჩინეთის გლობალური სახე „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“. გაზეთმა გაფრთხილება გააჟღერა, რომ „დიდ დანაკარგებთან“ გვექნება საქმე, თუ პეკინი მანილას გაანაწყენებს.
ჩინეთი, რომელსაც ამჟამად სიდიდით მეორე ეკონომიკა აქვს მსოფლიოში, თანდათანობით უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს სტიქიური უბედურებების შემთხვევებში საერთაშორისო დახმარების გაწევის საქმეში.