რამდენად სანდოა ჩინური ინვესტიცია?

ამერიკის კონგრესში ამერიკა-ჩინეთის ეკონომიკის და უსაფრთხოების კომიტეტის ანგარიშს განიხილავენ
შეერთებული შტატების კონგრესი თვლის, რომ ჩინური ინვესტიციები მეტ კონტროლს საჭიროებს, რადგან ჩინეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი კომპანიების მხრიდან კიბერ-სივრცეში შეტევების რისკი თანდათან იზრდება.

ამერიკა-ჩინეთის ეკონომიკის და უსაფრთხოების კომიტეტი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ჩინური ინვესტიციების შედეგად შეერთებულ შტატებში ახალი სამუშაო ადგილები იქმნება. პოზიტიური შედეგის მიუხედავად კომიტეტი იმის გათვალისწინებასაც მოითხოვს, რომ ჯერჯერობით მხოლოდ პირველადი შედეგებია ცნობილი და არა საბოლოო ეფექტი, რასაც ამერიკაში ჩინური კომპანიების და სამთავრობო სუბსიდიების ზრდა იწვევს. საუბარია კონკურენტი ამერიკული ფირმების შევიწროებაზე და მათ შესაძლო გაკოტრებაზე.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა შეერთებული შტატების კონგრესის ანგარიში გააკრიტიკა და მას „არასათანადოდ პროვოკატორული“ უწოდა.