სახელმწიფო მდივნის ვიზიტი 6 ქვეყანას მოიცავს
ჰილარი კლინტონმა ჩინეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა სამხრეთ ჩინეთის ზღვის ტერიტორიულ დავაში ეთიკის ნორმები დაიცვას. პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ჩინეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერთა ასოციაციის მიერ საერთაშორისო ნორმებზე შეთანმება საერთო ინტერესებშია, და რომ ამერიკა ამ საკითხებში ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებს.
„შეერთებული შტატები ტერიტორიულ დავაში არცერთი მხრის პოზიციას ემხრობა. ჩვენს ინტერესებშია მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება, საერთაშორისო კანონმდებლობის პატივისცემა, ვაჭრობის და სანაოსნო მოძრაობის თავისუფლება“- განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
მისი კოლეგის, საგარეო საქმეთა მინისტრ - იან ძეჩის თქმით, ჩინეთი „პირდაპირ მოლაპარაკებებს და მეგობრულ კონსულტაციებს“ უჭერს მხარს და რომ სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ნაოსნობის თავისუფლება „უზრუნველყოფილია“.
კლინტონის აზიური ტურნე 6 ქვეყანაში ვიზიტს მოიცავს. ჩინეთის შემდეგ ის აღმოსავლეთ ტიმორს, ბრუნეის და რუსეთს ეწვევა.