პეკინი ცდილობს, რესურსებით მდიდარი კონტინენტი ნედლი პროდუქციის მოსაპოვებლად გამოიყენოს
ჩინეთმა აფრიკის ქვეყნებში ინვესტიციები ბოლო დროს განსაკუთრებით გააფართოვა. პეკინი ცდილობს, რესურსებით მდიდარი კონტინენტი ნედლი პროდუქციის მოსაპოვებლად გამოიყენოს.
ჩინეთის განცხადებით, დღესდღეობით 2000 ჩინურ კომპანიას 14, 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია აქვს ჩადებული აფრიკაში. უახლოეს ორ წელიწადში ეს თანხა 60 პროცენტით გაიზრდება.
ჩინეთის პრემიერ მინისტრი ჰიუ ჟინტაო პეკინში ფორუმს დაესწრო, რომელშიც აფრიკის 50 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას. მისი განცხადებით, ჩინეთის მოსახლეობა თხოვს მთავრობას, აფრიკის ეკონომიკურ განვითარებაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა ითავოს.